საქართველოში დღეს რუსი ტუროპერატორებისა და ჟურნალისტების 29 წევრიანი დელეგაცია ჩამოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, დელეგაცია კახეთს, ქართლს, თბილისს, მცხეთას, იმერეთს, სვანეთს, სამეგრელოსა და აჭარას ესტუმრება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფოტურის მიზანი ქვეყნის სტრატეგიული ბაზრისა და რუსეთის მოსახლეობისთვის საქართველოს ტურიზმის სფეროში უახლესი ტურისტული მიღწევების გაცნობაა.
რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ვიზიტს 11 მაისს დაასრულებენ.
