აპრილში სამომხმარებლო ფასები 0,03 პროცენტით შემცირდა
აპრილში სამომხმარებლო ფასები 0,03 პროცენტით შემცირდა
17:26 03.05.2012
საქართველოში ინფლაცის დონე აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 0,03 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, ინფლაციის შემცირება სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებზე ფასების პროცენტულმა ცვლილებამ გამოიწვია.

მათი ინფორმაციით, აპრილში სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ფასმა 0,6 პროცენტით იკლო. ფასების 8 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილის და სხვა ბოლქოვანების ქვეჯგუფზე. ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე კი - ფასების 7,3-პროცენტით გაიზარდა.

2012 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ტრანსპოტრის ჯგუფზე ფასმა 1,9 პროცენტით მოიმატა. ფასების 2,9-პროცენტიანი ზრდა საწვავ-საპოხი მასალების ქვეჯგუფზე დაფიქსირდა.

ბეჭდვა