ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუს ტუროპერატორებს უმასპინძლებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუს ტუროპერატორებს უმასპინძლებს
17:05 03.05.2012
საქართველოში ხვალ რუსი ტუროპერატორებისა და ჟურნალისტების 29 წევრიანი დელეგაცია ჩამოვა.

როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, დელეგაცია კახეთს, ქართლს, თბილისს, მცხეთას, იმერეთს, სვანეთს, სამეგრელოსა და აჭარას ესტუმრება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფოტურის მიზანი ქვეყნის სტრატეგიული ბაზრისა და რუსეთის მოსახლეობისთვის საქართველოს ტურიზმის სფეროში უახლესი ტურისტული მიღწევების გაცნობაა.

რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოში ვიზიტს 11 მაისს დაასრულებენ.

ბეჭდვა