IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
15:50 03.05.2012
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველო  სწორი მიმართულებით ვითარდება.
აღნიშნულის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა -27%-ს აქვს, ხოლო 13%-მა არ იცის.
გამოკითხვის თანახმად, ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოკითხულთა 26%-ის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, 2% თვლის, რომ მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა, 45%-ის მდგომარეობა იგივეა, 17% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ცოტა გაუარესდა, 6%-ის მდგომარეობა ბევრად გაუარესდა, ხოლო 4%-მა კითხვას არ უპასუხა.
კვლევის შედეგებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოკითხულთა 54%-ის ფინანსური მდგომარეობა იგივე დარჩა, 9%-ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 23%-ის ცოტა გაუარესდა, 12%-ის მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო 1%-მა არ იცის.
IRI-ის კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. 18 წელს ზემოთ 4 ათას 6 რესპოდენტი გამოიკითხა.

ბეჭდვა