ბაინდურაშვილი - ლიბანური კომპანიები საქართველოთი დაინტერესდნენ
ბაინდურაშვილი - ლიბანური კომპანიები საქართველოთი დაინტერესდნენ
13:39 03.05.2012
ქართულ ბაზარზე ლიბანური სამშენებლო კომპანია „მატტა“ შემოდის.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა „ნიუსპრესს“  განუცხადა „მატტა“ მსხვილი ლიბანური სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც მისი შეფასებით, ბაზარზე წამყვანი ადგილი უჭირავს.
„მატტას“ წარმომადგენლები, საქართველოში დასამკვიდრებლად, ამჟამად, ოფისის აშენებენ და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ.
ბაინდურაშვილის თქმით, ლიბანური კომპანია ზოგიერთ ტენდერში უკვე მონაწილეობს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, რომ საქართველოთი ლიბანური ფარმაცევტული კომპანიებიც დაინტერესდნენ.
გადაწყვეტილების მიღებამდე, „მატტას“ წარმომადგენლები საქართველოში ერთი თვე იმყოფებოდნენ და სხვადასხვა შეხვედრები გამართეს.

ბეჭდვა