ქართველი ბიზნესმენები სეულში, ჰონგკონგსა და შანხაიში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო
პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაინდურაშვილის თქმით, კონფერენცია „ფაინენშალ თაიმსის“ ორგანიზებით ტარდება და სავაჭრო-სამრეწველო პალატა მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით მონაწილეობს.
„ვგეგმავთ, აღნიშნულ კონფერენციაზე მაქსიმალურად ბევრი ბიზნესკომპანია წარვადგინოთ საქართველოდან, რათა მათ ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ“ - განაცხადა ბაუნდურაშვილმა.
კონფერენცია 8-12 ივნისსა დაგეგმილი. მიმდინარე თვეში კი, სავაჭრო-სამრეწველო პალატა ლონდონში ვიზიტს გეგმავს.
,,საქართველოში არის ბევრი კერძო კომერციული პროექტი, რომლითაც შეიძლება საინვესტიციო ბანკირები დაინტერესდნენ. ლონდონში იმიტომ მივდივართ, რომ ამ პროექტებით არა კერძო, არამედ ინსტიტუციური კაპიტალი დავაინტერესოთ“ - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მისივე განმარტებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიმდინარე თვეში შეხვედრებს ომანშიც გამართავს.
