ათ ქართულ კომპანიას სავაჭრო-სამრეწველო პალატის „ოქროს წევრის“ სტატუსი მიენიჭა.
შესაბამისი სერტიფიკატები „დექსუსს“, „პოპულს“, „ჯი-პი-სის“, „სოკარ-ჯორჯია
პეტროლეუმს“, „ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას“, „საქართველოს ბანკს“ და სხვა კომპანიებს გადაეცათ.
კომპანიების წარმომადგენლებს სერტიფიკატები დღეს „რედისონში“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა გადასცა.
მისი თქმით, Golden წევრის სტატუსი კომპანიისთვის მთელ რიგ შეღავათებს გულისხმობს - სტატუსის მფლობელი კომპანია წარმოშობის ელექტრონულ სერთიფიკატს ორი დღის ვადაში უფასოდ მიიღებს, სხვადასხვა საბუთებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით გადაამოწმებს და სხვა.
ასევე, Golden წევრის სტატუსის მქონე კომპანიები სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
Golden წევრის სტატუსის მისაღებად, კომპანიამ სავაჭრო-სამრეწველო პალატას უნდა მიმართოს და წლიურად 3 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
