ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია ქართველ ბიზნესმენებს რუსულ ბაზარზე არსებული რისკების გათვალისწინებას ურჩევს.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი პერტაიამ განაცხადა, რომ რუსული ბაზარი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არის, რაც ქართველმა ბიზნესმენებმა უნდა გაითვალისწინონ.
,,რუსეთის ბაზარი ძალიან დიდია, სერიოზული ინვესტიციით რომ შეხვიდე დიდი ფულია საჭირო. ბიზნესმენებს ვუხსნით, რომ რუსული ბაზარი თავისუფალი არ არის, იგი პოლიტიკური წნეხის ქვეშაა. მათ ვურჩევთ, გაყიდვების დივერსიფიკაცია მოახდინონ და დიდი მოცულობით არ შევიდნენ რუსეთის ბაზარზე“ -აღნიშნა პერტაიამ.
საგადასახადო ომბუდსმენმა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2011 წლის განმავლობაში გაწეული ანგარიში წარუდგინა.
