გიორგი პერტაიას შეფასებით, კორუფციის აღმოფხვრა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ხელს უწყობს
გიორგი პერტაიას შეფასებით, კორუფციის აღმოფხვრა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ხელს უწყობს
16:51 02.05.2012
2011 წლის განმავლობაში კორუფცია ბიზნესისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. აღნიშნული განცხადება ბიზნესომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ დღეს პარლამენტში გააკეთა.
პერტაიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
პერტაიას თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში წარდგენილი 900-მდე მიმართვიდან კორუფციის პრობლემას არცერთი არ ეხებოდა.
მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევებზე, რომელთა თანახმად, 2011 წელს ბიზნესმენთა მხოლოდ 0.11%-ს ჰქონდა შეხება კორუფციასთან.
პერტაიას განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ქვეყნის ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო მიმზიდველობას ხელს უწყობს.
გიორგი პერტაიამ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აცნობა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესომბუდსმენის უწყებას შორის თანამშრომლობის შედეგად მოგვარდა ისეთი საკითხები, როგორიცაა - ამნისტია ხანდაზმულ-არაღიარებულ დარიცხვებზე, შესაძლებელი გახდა საწარმოო ბუნებრივი დანაკარგების ნორმების განსაზღვრა, გამარტივდა ფიზიკური პირებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის პროცესი და სხვა.

ბეჭდვა