ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები წელიწადში ორჯერ უნდა შევიდეს
ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები წელიწადში ორჯერ უნდა შევიდეს
16:27 02.05.2012
ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია პარლამენტს რეკომენდაციით მიმართვას საგადასახადო კოდექსში ცვლილებები წელიწადში ორჯერ შეიტანოს.
აღნიშნული განცხადება პერტაიამ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, შარშან საგადასახადო კოდექსში 300-ზე მეტი ცვლილება შევიდა.
„ბიზნესმენების უმეტესობა ამბობს, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე შესვლით იწყება, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია გამოქვეყნებული“ - აღნიშნა გიორგი პერტაიამ და პარლამენტის კომიტეტს მიმართა საგადასახადო კოდექსში წელიწადში 2-ჯერ ან კვარტალში ერთხელ განახორციელოს ცვლილებები.
ბიზნესომბუდსმენი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადამხდელთა უფლებრივი მდგომარეობისა და 2011 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აცნობს.
საანგარიშო პერიოდში, ბიზნესომბუდსმენსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყების თამშრომლების მიერ გათვალისწინებული იქნა რეკომენდაციების 60%, ხოლო 40% განხილვის პროცესშია.

ბეჭდვა