მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საბანკო სექტორში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 6,8 მლრდლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველი მარტის მაჩვენებელზე 52.5 მლნ ლარით ანუ 0.8%-ით ნაკლებია.
მარტში თებერვალთან შედარებით, მოთხოვნამდე დეპოზიტებმა 146.1 მლნ ლარით ანუ 4.4%-ით იკლო, ხოლო ვადიანმა დეპოზიტებმა 93.6 მლნ ლარით ანუ 2.7%-ით იმატა.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის 60.7% შეადგინა, რაც პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით მეტია.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.7% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.5%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.3%.
