2012 წლის მარტში საქართველოში 4 049 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაზე 13,5%-ით ნაკლებია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის მონაცემებით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 3 351,1 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის მარტთან შედარებით 12,7%-თაა გაზრდილი.
2012 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 244,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 16,6%-ით აღემატება. აქედან იმპორტი - 1 705,6 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო ექსპორტმა- 538,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 6%-ით გაიზარდა.
