მობილური ოპერატორი „ბილაინი“ დღეიდან წამახალისებელ გათამაშებას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, გათამაშებაში მონაწილეობა როგორც არსებულ, ისე ახალ და პორტირებულ აბონენტებს შეუძლია. გამარჯვებულებისთვის რამდენიმე პრიზია დაწესებული - ორი ავტომანქანა BMW 520, სამი ორკაციანი კრუიზის საგზური ხმელთაშუა ზღვაში და 5 000 აშშ დოლარი.
გათამაშებაში მონაწილეობა ბალანსის 3 ლარით შევსებითაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, აბონენტი ლატარიის 1 ბილეთს მიიღებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის აბონენტმა კომბინაცია - *500# უნდა აკრიფოს. გათამაშება დღეიდან 12 ივლისამდე გაგრძელდება. ლატარიის გამარჯვებული კი, 15 ივლისს, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდება.
