ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სააფთიაქო ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
კვლევა „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადდა. გამოსაკვლევად მსხვილი ქსელური აფთიაქები - „ავერსი“, „PSP“, „GPC“, „City Pharma“ და „ფარმაცენტრი“, „ფარმადეპო“, „ნეოფარმი“, „36,6“, სახალხო აფთიაქი“ და „ფარმაგიდი“ შეირჩა.
ილიაუნიში აცხადებენ, რომ კვლევა მიზნად საქართველოს ბაზარზე არსებულ აფთიაქებში წამლების ფასების დადგენას და მათ შედარებით ანალიზს ისახავს.
„მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომელი აფთიაქი აწვდის მომხმარებელს მედიკამენტებს ყველაზე იაფად და რომელი აფთიაქი- ყველაზე ძვირად“-აცხადებენ ილიაუნიში.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. მისი ინტერესის და საქმიანობის სფერო მაკრო-მიკრო ეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრების კვლევა, პროგნოზირება, რეიტინგები, ინდექსები, ტენდენციები და რეკომენდაციებია.
