„ენერგო პრო ჯორჯიამ“ კიდევ 9 სოფელი გაამრიცხველიანა
„ენერგო პრო ჯორჯიამ“ კიდევ 9 სოფელი გაამრიცხველიანა
18:47 01.05.2012
„ენერგო პრო ჯორჯიამ“ ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 9 სოფელში დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  მრიცხველები მარნეულის, თეთრიწყაროს, ონის, ბაღდათის, ხონის, მცხეთის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, გარდაბნის რაიონის სოფლებში დამონტაჟდა.
პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 1 833 აბონენტი გამრიცხველიანდა. პროექტის ინვესტიციამ კი, 549 900 ლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, გამრიცხველიანებასთან ერთად ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გამრიცხველიანების სამუშაოეი გრძელდება და 2013 წლისთვის მთელი საქართველო გამრიცხველიანებული იქნება.

ბეჭდვა