ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დღეს ყვარელში, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს
ხელმძღვანელს ივა დავითაიას კახეთში განსახორციელებელ პროექტებს აცნობს.
ვერა ქობალიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მიზანი როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობაა.
ივა დავითაიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების გამო, დიდ პროექტებზე ცალკეული კოორდინაცია საჭირო.
„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ბევრი რამ გაკეთდა. გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე, როდესაც თვისობრივად განსხვავებულ გამოწვევებთან გვაქვს საქმე. უკვე საუბარია მთლიანი რეგიონების რეაბილიტაციაზე, ახალი ქალაქების მშენებლობაზე. სტრატეგიული განვითარების სააგენტო სწორედ ამ პროცესში ჩაერთვება და იგი კოორდინაციას მასშტაბური პროექტების განხორციელებას გაუწევს“ - განაცხადა დავითაიამ.
სტრატეგიული განვითარების სააგენტო პრეზიდენტის ბრძანებულებით დაფუძნდა.
მისი მთავარი ფუნქცია ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების კოორდინირება იქნება.
სააგენტოს კახეთისა და იმერეთის რეაბილიტაციის, ასევე, ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობის პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი ევალება.
