საქართველო ჩრდილოკავკასიელებს ინვესტირებას სთავაზობს
საქართველო ჩრდილოკავკასიელებს ინვესტირებას სთავაზობს
14:11 01.05.2012
საქართველო ჩრდილოკავკასიელებს აჭარაში, სვანეთში, ანაკლიაში, გუდაურსა და ბაკურიანში ინვესტიციის ჩადებას სთავაზობს.  ამის შესახებ „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიაშია“ ნათქვამი, რომელიც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ ერთობლივად მოამზადეს.

„საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელთა მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებას იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირების ინიციატივა“-ნათქვამია სტრატეგიის პროექტში.
სტატეგიაში ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზეც.

გარდა ამისა, სტრატეგიის პროექტის ავტორთა თქმით, საქართველო მზად არის თავის საავადმყოფოებსა და კლინიკებში სამკურნალოდ მიიღოს ჩრდილოკავკასიელი ხალხი და მათ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს მათ“ - აღნიშნულია სტრატეგიაში.

ბეჭდვა