საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯეო კაპიტალის“ ფილიალი გახსნა.
როგორც ნიუსპრესს ორგანიზაციის პრესსამსახურში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილი გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე თავის ვაჟთან ერთად მივიდა.
„ჯეო კაპიტალი“ ამერიკული ინვესტიციით გაიხსნა, მას ირინა სვანაძე ხელმძღვანელობს. მომავალში კომპანია ფილიალებს თბილისში, ზესტაფონში, ფოთსა და ბათუმში გახსნისს. „ჯეო კაპიტალი“ მოსახლეობას სხვადასხვა სახის საკრედიტო მომსახურებას შესთავაზებს.
პრეზიდენტთან ერთად, გახსნის ცერემონიას ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
