საქართველოს სამხრეთ ინდოეთიდან პოტენციურ ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა.
საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ინდოელი ბიზნესმენები, ძირითადად,
თბილისში, ანაკლიასა და კახეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით არიან დაინტერესებულნი.
ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ ინდოეთის ოთხი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელებას გეგმავენ.
სავარაუდოდ, ინვესტიციების რაოდენობა 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ინდოელი ბიზნესმენები საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ.
დელეგაცია საქართველოში 2 მაისამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან ინდივიდუალური შეხვედრებია დაგეგმილი.
ინდოელ ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოს დღე, 19:15 საათზე ეწვევა.
