„კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში დღეიდან სპეციალური ვებ-გვერდი ამოქმედდა.
საიტზე mdf-kakheti.biz ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნებათ ტურიზმისა და აგროსექტორის სფეროში საკუთარი ბიზნესიდეა საიტის საშუალებით გაგზავნოს.
იდეებს სპეციალური კომისია შეიწავლის და ყველაზე უკეთესის ავტორ ინვესტორებს ერთი თვის ვადაში დაუკაშირდებიან.
შერჩეული ინვესტორები საინვესტიციო წინადადებების სრულ პაკეტს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე წარადგენენ, რის შემდეგაც მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
წინადადებების მიღების პირველი ეტაპი 31 მაისს დასრულდება.
კახეთის რეაბილიტაციის პროექტი ბიზნესმენებსა და მედიის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გუშინ გააცნო.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ხორცილედება.
პრემიერის განმარტებით, კახეთის რებილიტაციისთვის 75 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი, 60 მლნ აშშ დოლარი მსოფლიო ბანკიდან, ხოლო 15 მლნ - საქართველოს ბიუჯეტიდან.
