აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობას ევროპის სანვესტიციო ბანკი დააფინანსებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბანკი გამოყოფს 190 მლნ ევროს, აქედან, 170 მლნ სესხი, ხოლო 20 მლნ გრანტია. სესხი 30 წლიანია, რომლის პირველი 10 წელი უპროცენტოა.
პრემიერის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის დიდი ნაწილის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. მისივე თქმით, მაგისტრალის ქუთაისი-სამტრედიის, ქობულეთისა და რიგ სხვა მონაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს.
„დასაფინანსებელი გვრჩებოდა ცენტრალური ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი და ეს პრობლემაც მოგვარდა“- აღნიშნა გილაურმა.
პრემიერის თქმით, კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება და ახლო მომავალში ამ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
