საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა
18:30 16.02.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, "ნიუსპრესისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 647 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 157 მლნ. აშშ დოლარი იყო (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 490 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარში 333 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 51 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

ბეჭდვა