თბილისში დღეს დაგეგმილი ბიზნეს-ფორუმი აზერბაიჯანული მხარის თხოვნით გადაიდო
თბილისში დღეს დაგეგმილი ბიზნეს-ფორუმი აზერბაიჯანული მხარის თხოვნით გადაიდო
14:26 30.04.2012
თბილისში დღეს დაგეგმილი ბიზნეს-ფორუმი აზერბაიჯანული მხარის თხოვნით გადაიდო.

როგორც ორგანოზატორი, ჟურნალ „Bussiness Time Georgia“-ს მთავარი რედაქტორი ლევან ჭითანავა აცხადებს, აზერბაიჯანული მხარე დღეს დაგეგმილი ბიზნეს-ფორუმისთვის მზად არ აღმოჩნდა და მისი გადადების თაობაზე რედაქციის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა.

„ჩვენ დაჯავშნული გვქონდა სასტუმროში დარბაზი ფორუმის ჩასატარებლად, თუმცა, აზერბაიჯანულმა მხარემ გადადება ისურვა. მათთან აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა ფორუმის ჩატარების თარიღზე შევთანხმდეთ“ - განაცხადა ჭითანავამ.

მისივე თქმით, ყველა ის კომპანია, რომელსაც ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის სურვილი აქვს, მისი ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ინფორმირებული იქნება.


ბეჭდვა