11-14 მაისს ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.
ეკონომიკურ ფორუმს ასამბლეის პრეზიდენტი პეტრის ეფთიმიუ
გახსნის და მასში 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბათუმს 40-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა - საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთოს გენერალური მდივანი და ეუთოს ელჩების ჯგუფი.
კონფერენციის ძირითადი თემაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში. განსახილველ საკითხთა შორის იქნება საინვესტიციო გარემო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტურიზმი და ა.შ.
