კახეთის რეაბილიტაციის პროექტი ბიზნესმენებს ნიკა გილაურმა გააცნო
კახეთის რეაბილიტაციის პროექტი ბიზნესმენებს ნიკა გილაურმა გააცნო
18:44 29.04.2012
კახეთის რეაბილიტაციის პროექტი ბიზნესმენებსა და მედიის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გააცნო.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ხორცილედება.

პრემიერის განმარტებით, კახეთის რებილიტაციისთვის 75 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი, 60 მლნ აშშ დოლარი მსოფლიო ბანკიდან, ხოლო 15 მლნ - საქართველოს ბიუჯეტიდან.

„ეს თანხა კახეთში 2012 - 2013 წლებში დაიხარჯება. თანხის ნაწილი გაწერილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - კახეთის, ყვარელისა და დართლოს რეაბილიტაციაზე, ასევე, ადგილობრივი გზების მოწესრიგებაზე. ყველაფერი ეს მსოფლიო ბანკის დახმარებით გაკეთდება“- განაცხადა გილაურმა.

დღესვე, პრემიერმა კაჭრეთში გოლფის მოედნების სამშენებლო სამუშაოები დაათვალირა, რომელიც 35 ჰექტარზე განთავსდება.



ბეჭდვა