კიევში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება
კიევში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება
18:40 29.04.2012
საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი 18 მაისს უკრაინაში ჩატარდება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმი კიევში დაგეგმილი საქართველო-უკრაინის  ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში გაიმართება.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საქართველოსა და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლები, ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები მიიღებენ.

ფორუმზე უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები იქნებიან წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.


ბეჭდვა