კომუნიკაციების კომისიამ თანამგზავრული სისტემებით სამაუწყებლო ლიცენზია გასცა
კომუნიკაციების კომისიამ თანამგზავრული სისტემებით სამაუწყებლო ლიცენზია გასცა
17:07 29.04.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია გაიცა.
შესაბამისი ლიცენზია კომისიამ მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიას მოთხოვნის საფუძველზე გასცა.
კომისიის ინფორმაციით, შენგელაია წერილობითი განცხადების საფუძველზე ითხოვდა სამაუწყებლო ლიცენზიას საკაბელო ქსელისა და თანამგზავრული მიწისზედა და ორბიტალური სისტემების გამოყენებით, რომლის სახეობა - საერთო მაუწყებლობის ლიცენზია, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი – 24 საათი იქნება.
კომისიამ ვლადიმერ შენგელაიას მოთხოვნის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა, წარმოების პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის ნაწილი, რომელიც საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებდა, არაკონსტიტუციურად ცნო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილი აღარ იყო გაეცა საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია.
ამიტომ, კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ვლადიმერ შენგელიამ მხოლოდ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, რომლის სახეობა – საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი – საქართველო და მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათია.
მაუწყებლობის დაწყების ვადა ლიცენზიის გაცემიდან ოთხი თვეა.

ბეჭდვა