ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება
ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება
16:29 29.04.2012
მეხუთე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “EXPO BATUMI 2012” ბათუმში მაისში გაიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები მიიღებენ მონაწილოებას.

გამოფენის მონაწილეები იქნებიან ასევე სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

გამოფენის მიმდინარეობისას სარეკლამო-საინფორმაციო ტურები, მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მონაწილეთათვის პრეზენტაციებია დაგეგმილი.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს გამოფენა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო.

გამოფენის ორგანიზატორი “GEONET EXPO”, ხოლო თანაორგანიზატორები - აჭარის ევტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო არიან.

ბეჭდვა