2012 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველო-გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ქვეყნასთან იმპორტი ექსპორტს ბევრად აღემატება.
მოცემულ პერიოდში, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე 16 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 2,9%-ს შეადგენს.
გერმანიიდან საქართველოში 147 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია იყო იმპორტირებული, რაც მთლიანი იმპორტის 8,6%-ია.
საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე გავიდა თხილი და სხვა კაკალი (959 ტონა), ხილისა და ბოსტნეულის წვენები (1 540.5 ტონა), სპილენძის ჯართი (237.7 ტონა) და სხვა.
გერმანიიდან საქართველოში შემოვიდა მსუბუქი ავტომობილები (5 868 ტონა), ელექტრული ტრანსფორმატორები (1 019.5 ტონა), სატვირთო ავტომობილები (919 ტონა) და სხვა.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში გერმანია მესამე ადგილს იკავებს.
