თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულის ლიდერია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-მარტში საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 324 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მათ შორის, საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე 47 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო თურქეთიდან 276 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
მთავარი საექსპორტო პროდუქცია შავი ლითონების ჯართი ( 30 097.7 ტონა), ფეროშენადნობები (6 316.4 ტონა) და ხორბალი (21 680.3 ტონა) იყო.
თურქეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი ოდენობით ავტომობილების (1 057 ტონა), შავი ლითონის მილებისა და მილაკების (8 196.0 ტონა) და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის (2 128.5 ტონა) იმპორტი განხორციელდა.
