სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია საქართველოში პირველ მასშტაბურ ფერმერთა გაერთიანება - კოოპერატივ ,,ქვემო ნიქოზს” ესტუმრა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გოროზია მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„ქვემო ნიქოზში“ 120 ჰა ნაკვეთზე ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ჭარხალი და ხახვი დაითესება, 10 ჰა-ზე კი, სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების ჯიშები გამოიცდება.
ამ ეტაპზე, თანამედროვე აგრეგატების გამოყენებით პომიდვრის ჩითილების გადასარგველად მიწის მომზადება-დამუშავება მიმდინარეობს. 1 ჰა-ზე 33 ათასი ჩითილის დარგვა იგემება.
130 ჰა ფართობი წვეთოვანი სისტემით ირწყვება, რასაც მინისტრის თქმით, კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს.
კოოპერატივში იმედოვნებენ, რომ მოსავლის აღების შემდეგ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. „ქვემო ნიქოზი“ ხელშეკრულებების გაფორმებას სამაცივრე მეურნეობებთან გეგმავს, რათა მიღებული პროდუქციის შენახვა შეძლოს.
კოოპერატივი ,,ქვემო ნიქოზი“ 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. პროექტი თანამედროვე ირიგაციული სისტემების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებდა. კოოპერატივში ადგილობრივი გლეხები გაერთიანდნენ.
