გამომგონებელთა კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები ხვალ გამოიფინება
გამომგონებელთა კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები ხვალ გამოიფინება
18:05 27.04.2012
გამომგონებელთა კონკურსში კომისიის მიერ შერჩეული 110 მონაწილის ნამუშევრების გამოფენა ხვალ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კონკურსი მერიამ მეცნიერების, ახალგაზრადა გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშესაწყობად გამოაცხადა.
პროექტის მიზანი ახალი, საინტერესო გამოგონებების და იდეების გამოვლენა, მათი პოპულარიზაცია და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა იყო.
მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თბილისის მერიის, „საქპატენტის“ წარმომადგენლებისა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ სულ 500-მდე მონაწილის 900-ზე მეტი პროექტი განიხილა.
პროექტის პარტნიორები „საქპატენტი“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან.

ბეჭდვა