„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის“ კონცეფციაზე მსჯელობა მიმდინარეობს
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის“ კონცეფციაზე მსჯელობა მიმდინარეობს
16:32 27.04.2012
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის“ საკითხის განსახილველად სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მთავრობის, ბიზნესწრეების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიკრიბნენ.

როგორც „ნიუსპრესს“ ექსპერტმა ლელა ხოფერიამ განუცხადა, ტერმინი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“ გულისხმობს, ბიზნესის წარმომადგენლების მიერ საკუთარი სურვილით უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას, ვიდრე მათ კანონი აკისრებს, ასევე, მათ მიერ ნებაყოფლობით ზრუნვას საზოგადოების კეთილდღეობაზე, დადებითი წვრილის შეტანას სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაეცნობიან.

ხოფერიას თქმით, რეკომენდაციები ძირითადად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კომპანიების ფინანსურ და არაფინანსურ სტიმულირებას, სამთავრობო სტრუქტურებში კონცეფციის ინსტიტუციონალიზაციას ითვალისწინებს. კონცეფციის ავტორთა სურვილია ამ საკითხს ზედამხედველობა რომელიმე კონკრეტულმა სამინისტრომ გაუწიოს და პასუხისმგებელიც ის იყოს.

ბეჭდვა