ვერა ქობალია SUMMER JOB-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდება
ვერა ქობალია SUMMER JOB-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდება
09:51 27.04.2012
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დასაქმების საზაფხულო  პროგრამა SUMMER JOB-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდება.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძეც დაესწრება.
შეხვედრაზე ქობალია და სეფერთელაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული სამუშაოსა და დამსაქმებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა SUMMER JOB წელს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.

ბეჭდვა