ვერა ქობალია ხვალ SUMMER JOB-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდება
ვერა ქობალია ხვალ SUMMER JOB-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდება
19:23 26.04.2012
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხვალ საზაფხულო დასაქმების პროგრამა SUMMER JOB-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდება.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძეც დაესწრება.
შეხვედრაზე ვერა ქობალია და კოკა სეფერთელაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული სამუშაოსა და დამსაქმებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა SUMMER JOB წელს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.

ბეჭდვა