“ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს ახალ ვადიან ანაბარს სთავაზობს
“ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს ახალ ვადიან ანაბარს სთავაზობს
14:38 26.04.2012
“ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს ახალ ვადიან ანაბარს - “ოლიმპიური ქომაგი 2012” სთავაზობს.

ბანკის ინფორმაციით, „ოლიმპიური ქომაგი 2012” სპეციალურად 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდასაჭერად შეიქმნა.

ანაბარის მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%-ს შეადგენს.

მისი ზრდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრების მიერ მოპოვებული ოლიმპიური მედლების სახეობაზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული - თითო ოქროს მედალი + წლიური 1%, თითო ვერცხლის მედალი + წლიური 0.50%, თითო ბრინჯაოს მედალი + წლიური 0.25%.

ანაბრის გახსნა 2012 წლის 26 ივლისის ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.

„ოლიმპიური ქომაგი 2012“ „ლიბერთი ბანკის“ ანაბრების აქცია “იღბლიანი მე-100“-შია ჩართული. აქციის ფარგლებში ყოველი მეასე ანაბრის თანხა ორმაგდება.



ბეჭდვა