საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და კორეის სავაჭრო პალატამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და კორეის სავაჭრო პალატამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
13:39 26.04.2012
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო-პალატა და სამხრეთ კორეის სავაჭრო პალატა თანამშრომლობას იწყებენ.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო-პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და სამხრეთ კორეის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა დონგ გეუნ ლიმ დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი საქართველო-სამხეთ კორეის ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნესფორუმი დღეს „ქორთიარდ-მარიოტში“ გაიხსნა. ფორუმში ორივე მხრიდან ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.

ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.

ფორუმის ფარგლებში, ბიზნესმენთა ორმხრივი შეხვედრები და საინვესტიციო პროექტების განვითარების მიზნით სემინარები გაიმართება.

ბეჭდვა