ვერა ქობალია - სამხრეთ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში ენერგეტიკული და სამშენებლო პროექტები აინტერესებთ
ვერა ქობალია - სამხრეთ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში ენერგეტიკული და სამშენებლო პროექტები აინტერესებთ
12:41 26.04.2012
სამხრეთ კორეელი ბიზნესმენები საქართველოში ენერგეტიკული და სამშენებლო პროექტებით დაინტერესდნენ. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს ჟურნალისტებს საქართველო-სამხეთ კორეის ბიზნესფორუმზე განუცხადა.

ქობალიას თქმით, უკვე 20 წელია, საქართველოსა და კორეას დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, თუმცა, ინტენსიური ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის წელს დაიწყო.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთერთობას საფუძველი მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პრეზიდენტის სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს ჩაეყარა. ქობალიას თქმით, დღევანდელი ბიზნესფორუმი, რომელსაც 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრება, სწორედ ამ ვიზიტს მოჰყვა.

„კორეელი ბიზნესმენები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ენერგეტიკის სფეროთი. კორეა ენერგეტიკული გამოცდილებით მთელ მსოფლიოში ცნობილია. ისინი სამშენებლო და სხვა პროექტებითაც არიან დაინტერესებული“-განაცხადა ქობალიამ.

საქართველო-სამხეთ კორეის ბიზნესფორუმი „ქორთიარდ-მარიოტში“ მიმდინარეობს.


ბეჭდვა