ბათუმის აეროპორტში ავიარეისები ისევ ვერ ხორციელდება
ბათუმის აეროპორტში ავიარეისები ისევ ვერ ხორციელდება
12:07 26.04.2012
ნისლის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები ისევ ვერ ხორციელდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, განრიგის მიხედვით, დღეს, ბათუმში ფრენები არ სრულდება და ამდენად, დღევანდელ ამინდს ბათუმის აეროპორტისთვის მნიშვნელობა არა აქვს.
ფრენისთვის არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბათუმის აეროპორტში ავიარეისები 2 დღეა შეწყდა.
პრესსამსახურის ცნობით, 25 აპრილს გადადებული თურქეთის რეისის მგზავრები თბილისის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი თურქეთში გაფრენას შეძლებენ.

ბეჭდვა