თბილისში საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმი იმართება
თბილისში საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმი იმართება
10:08 26.04.2012
თბილისში დღეს საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმი იმართება.
ფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილებს.
ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და კორეის სავაჭრო პალატა არიან.
ფორუმზე სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე გამოვლენ.
ღონისძიება სასტუმრო „ქორთიარდ მარტიოში“ ტარდება.



ბეჭდვა