„ახალი ნათება“ მარნეულში მაღაზიას ხსნის
„ახალი ნათება“ მარნეულში მაღაზიას ხსნის
10:03 26.04.2012
„ახალი ნათება“ მარნეულში დღეს კომპანიის მეთერთმეტე მაღაზიას გახსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი ნათებიდან“ აცნობეს, მარნეულის მაღაზია 200კვ.მ ფართობზეა განთავსებული. მაღაზიაში წარმოდგენილია ახალი ნათების ქსელში არსებული ყველა სახის პროდუქცია - როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის, ლანდშაფტის, ურბანული და ინდუსტრიული განათებები.
„რეგიონული მასშტაბით ეს არის კომპანიის მეხუთე მაღაზია. ბოლო პერიოდში ახალი ნათების მაღაზიებს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მარნეულში მაღაზიის გახსნა წარმატებული იქნებოდა ამ ქვეყნების მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“-აცხადებენ კომპანიაში.
„ახალ ნათება“ მარნეულში მოსახლეობას 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს, რომელიც 15 მაისამდე გაგრძელდება.
მაღაზიის გახსნაზე მარნეულის გამგებელი და გამგეობისა და საკრებულოს წევრები, ასევე მარნეულში წარმოდგენილი ბანკების მმართველები და სხვა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები არიან მიწვეული.
პრეზენტაციაზე “ახალი ნათების“ პროდუქცია გათამაშდება.

ბეჭდვა