საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმი ხვალ გაიმართება
საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმი ხვალ გაიმართება
20:11 25.04.2012
თბილისში ხვალ საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტი ბიზნესმენი მიიღებს მონაწილებას.
ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და კორეის სავაჭრო პალატა არიან.
ფორუმზე სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე გამოვლენ.
ღონისძიება სასტუმრო „ქორთიარდ მარტიოში“ გაიხსნება.


ბეჭდვა