საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.25%-მდე ამცირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო.
კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები, რომლებიც წლის პირველ კვარტალში მაღალ ზრდაზე მიუთითებენ. თუმცა, იკვეთება ინფლაციური ზეწოლა.
კომიტეტში განმარტევნ, რომ მარტში ფასების წლიურმა ცვლილებამ -2.2 პროცენტი შეადგინა. საშუალოვადიან პერიოდში ფასები სტაბილურია. არსებული პროგნოზებით, წლის განმავლობაში ინფლაცია დაბალი იქნება და მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებლამდე გაირზდება.
ასევე, წლის დასაწყისიდან საბანკო სისტემა ჭარბი ლიკვიდობის პირობებში ოპერირებდა. შედეგად მოკლევადიან ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და პოლიტიკის განაკვეთს დაშორდა, რასაც უფრო გრძელვადიანი განაკვეთების შემცირებაც მოყვა.
ბოლო კვირეების განმავლობაში შემცირდა ლიკვიდობის სიჭარბე საბანკო სისტემაში, რასაც შედეგად მოჰყვება ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც დღევანდელ პირობებში ეკონომიკისთვის არასასურველი იქნება, შესაბამისად კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საჭიროდ მიიჩნია.
მონეტარული პილიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 23 მაისს გაიმართება.
