თერგზე 108 მგვტ-იანი დარიალჰესის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თერგზე 108 მგვტ-იანი დარიალჰესის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
17:57 25.04.2012
ყაზბეგის რაიონში მდინარე თერგზე დარიალის 108 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური აშენდება.
დარიალჰესის ძალური ტრანსფორმატორის და გამანაწილებელი მოწყობილობის პროექტირების,  მოწყობისა და დასრულების მიზნით, სს „დარიალი ენერჯიმ“ ტენდერი გამოაცხადა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი წინადადება 29 მაისის 12:00 საათამდე უნდა წარადგინონ. ტენდერის პირობების თანახმად, აუცილებელია განაცხადი გარანტიით იყოს უზრუნველყოფილი.

პროექტით გათვალისწინებულია დარიალის 110 კვტ გადამცემი ხაზით, დარიალის ელექტროსადგურის ქვესადგურის დაკავშირება ეროვნულ ქსელთან.

ჰესის წლიური სტაბილური გამომუშავება 500 მლნ კვ/სთ იქნება. დარიალჰესი ელექტროენერგიის 70%-ს მაისიდან ოქტომბრამდე გამოიმუშავებს.

მშენებლობის ხანგრძლივობა 3,5 წელია.

პროექტის განსახორციელებლად 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.

ბეჭდვა