შემოსავლების სამსახური სალარო აპარატების არგამოყენების შემთხვევების შემცირებას ელის
შემოსავლების სამსახური სალარო აპარატების არგამოყენების შემთხვევების შემცირებას ელის
14:18 25.04.2012
შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ ე.წ ჩეკების გათამაშების შედეგად, სავაჭრო ობიექტებში ჩეკის არ გამოწერის შემთხვევები 10-15%-მდე შემცირდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განუცხადა.

ებანოიძის განმარტებით, ლატარიის გათამაშებამდე მსგავსი შემთხვევები 20-25 პროცენტი იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ჩეკების გათამაშებაში მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად 1,5 მლნ მეტი ჩეკის გადამოწმება ხდება. ვვარაუდობთ, რომ ამ გათამაშების შედეგად, ჩეკის არამორტყმის შემთხვევები 10-15 პროცენტამდე შემცირდება“-აღნიშნა ებანოიძემ.

შემოსავლების სამსახურმა პროექტი „ჩეკების გათამაშება“ 18 აპრილს დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი ნაღდი ფულით შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, მოქალაქე წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდება.


ბეჭდვა