ზაზა გოროზია - რუსული ბაზარი რუსების დაკეტილია და მათვე უნდა გახსნან
ზაზა გოროზია - რუსული ბაზარი რუსების დაკეტილია და მათვე უნდა გახსნან
13:56 25.04.2012
საქართველო მზადაა ქართული პროდუქცია მსოფლიოს ყველა ბაზარზე შეიტანოს, მათ შორის, რუსეთშიც. ამის შესახებ საქართველოს სოფლის  მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ დღეს განაცხადა.

გოროზიას თქმით, ქართული პროდუქცია ყველა საერთაშოროსო სტანდარტს აკმაყოფილებს და ის ევროპულ ბაზრებზე წარმატებით იყიდება.

„ქართული პროდუქცია ყველა ევროპულ ქვეყანაში შედის. მას არანაირი წუნი არ გააჩნია. თუ რუსეთს არ უნდა, რომ ასეთი კარგი პროდუქცია მის ბაზარზე შევიდეს, მისი პრობლემაა. მოხარულები ვიქნებით, თუ ქართული პროდუქცია ყველა ბაზარზე შევა. რუსული ბაზარი რუსების დაკეტილია და მათვე უნდა გახსნან. ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არის“-განაცხადა გოროზიამ.

რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის 2006 წელს ჩაიკეტა. ემბარგოს მიზეზად პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა.

ბეჭდვა