ბათუმში ავიარეისები ამ დრომდე ვერ ხორციელდება
ბათუმში ავიარეისები ამ დრომდე ვერ ხორციელდება
11:17 25.04.2012
ძლიერი ნისლის გამო, მეორე დღეა ბათუმის აეროპორტში ავიარეისები შეჩერებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, ფრენები გუშინ  შეჩერდა და ამ დრომდე ვერ ხორციელდება.
მათი ინფორმაციით, გადაიდო მოსკოვი-ბათუმისა და თურქეთის რეისები. ვერ შესრულდა დღეს 09:00 საათზე დაგეგმილი თბილისი-ბათუმის რეისიც. 11:00 საათამდე დაგეგმილი ყველა ფრენა გადადებულია.
ავიარეისები ნისლის გაფანტვისთანავე ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

ბეჭდვა