„საქართველოს ბანკი“ დღეიდან მომხმარებელს ახალ პროდუქტს - „სესხი რემონტისთვის“ სთავაზობს.
როგროც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, „სესხი რემონტისთვის“ იმ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტია, რომელსაც სახლის ან ბინის გარემონტება, ასევე ავეჯის შეძენა სურს.
სესხის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ რემონტისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინოს. შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საჭირო არ არის.
სესხის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 18%-ია. „სესხი რემონტისათვის“ როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში გაიცემა. მისი ვადა 6 წლამდეა განსაზღვრული.
