საბავშვო ქალაქ "მზიურის" მიმდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდება
საბავშვო ქალაქ "მზიურის" მიმდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდება
19:01 15.02.2012
ბავშვთა ქალაქ "მზიურის" მიმდებარედ არსებული 35652 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზაციოდ გავიდა.  მისი საწყისი ფასი 3 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია ეროვნულ ვალუტაში.
როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საპრივატიზებო ტერიტორიაზე სავაჭრო და გასართობ-გამაჯანსაღებელი ცენტრის და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების აშენება და ექსპლუატაციაში მიღება უნდა მოხდეს. ექსპლუატაციაში მიღება მოხდება საქართველოს პრეზიდენტთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეთანხმებიდან 3,5 წლის ვადაში, ხოლო განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა ოც მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
დაინტერესებულ პირთა წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიიღება თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში 2012 წლის20 მარტს დასრულდება.

ბეჭდვა