ეროვნულ დემოკრატიული პარტია ბანკების მიერ გლეხებისთვის ორწლიანი სესხების გაცემას მოითხოვს.
ამ ინიციატივით დეპუტატი გურამ ჩახვაძე პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.
“სოფლად მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მძიმე სოციალური ფონია. ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს პრობლემა ექმნება” – განაცხადა გურამ ჩახვაძემ და დასძინა, რომ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს გლეხურ მეურნეობებს და სოფელი ფეხზე დააყენოს.
გურამ ჩახვაძე ინიციატივით გამოდის, რომ თითოეულ ოჯახს ბანკებმა ორწლიანი საკრედიტო ხაზი შეუქმნან, გარანტია კი, სახელმწიფო ბიუჯეტი იყოს.
